10+
Years of Experience
100+
Finished Projects
Partners
50+
From Design to Handover
Full Service
ჩვენს შესახებ
აქსერ ჯგუფი არის სამშენებლო და საინჟინრო კომპანია, რომელიც ქმნის კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კომერციული, საოფისე, ინდუსტრიული, საცხოვრებელი და რეკრეაციული ობიექტებისთვის.
ჩვენ ვაერთიანებთ საინჟინრო გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ეფექტურ პროექტების მართვას, რათა თითოეული პროექტი შესრულდეს მაღალი ხარისხით, შეთანხმებულ ვადებში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი საქმიანობა მოიცავს საინჟინრო სისტემების პროექტირებას, MEP სისტემებს, Fit-Out სამუშაოებს, შენობების ავტომატიზაციასა და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებებს.
ჩვენთვის თითოეული პროექტი არის გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დეტალებს, ხარისხის კონტროლსა და კლიენტთან მუდმივ კომუნიკაციას, რათა საბოლოო შედეგი სრულად პასუხობდეს როგორც ტექნიკურ მოთხოვნებს, ისე ბიზნეს მიზნებს.
აქსერ ჯგუფი მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე საინჟინრო მიდგომებს და ინვესტირებს გუნდის პროფესიულ განვითარებაში, რათა შექმნას უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები.
ჩვენი ღირებულებები
ხარისხი
ვმუშაობთ მაღალი პროფესიული და ტექნიკური სტანდარტების დაცვით და თითოეულ პროექტში ორიენტირებული ვართ გამძლე და საიმედო შედეგის მიღებაზე.
პასუხისმგებლობა
პარტნიორებთან ურთიერთობას ვაფუძნებთ გამჭვირვალობაზე, შეთანხმებების შესრულებასა და პასუხისმგებლობის სრულად აღებაზე.
ინოვაცია
ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საინჟინრო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდის პროექტების ეფექტიან ობასა და გრძელვადიან ღირებულებას.
პარტნიორობა
გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა კლიენტთან, პარტნიორებთან და გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით.
Our customers






















